ახალი ამბები
ზუგდიდის მე-4 სკოლაში შეჩერებული სამუშაოები განახლდა
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.  ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს" წარმომადგენლების თქმით, მათ მუშების წინაშე არანირი ფინანსური დავალიანება არ აქვთ და ხელფასების გაცემა გარკვეული პრობლემების გამო დაგვიანდა.

"რეალურად, პრობლემა არ ყოფილა. ობიექტზე მომუშავე სამი გუნდიდან, ერთ-ერთი ახორციელებდა სამუშაოების შეფასებას. ხდებოდა მათი ნამუშევრის დათვლა და გადანაწილება კონკრეტულ პიროვნებებზე", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი მარი კვერნაძე.

სამუშაოთა მწარმოებელი გალაქტიონ ძიძავა  ამბობს, რომ აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის  ნამუშევრის აღრიცხვამ დრო მოითხოვა და მუშებს ხელფასთან დაკავშირებით მიტომ გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი.

"აზომვითმა სამუშაოებმა დრო მოითხოვა და ამიტო გაჭიანურდა ხელფასის ჩარიცხვა. გუშინ შევიკრიბეთ , გავარკვიეთ და დღეს უკვე მოგვარებულია პრობლემა. სამივე ჯგუფი ადგილზეა და  მუშაობს. დღესაც ემატებიან აქ დასაქმების მსურველები, ახლებიც მივიღეთ უკვე", - ამბობს გალაქტიონ ძიძავა.

სარემონტო სამუშაოები, რომელიც მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, გუშინ  მუშების გაფიცვის გამო შეჩერდა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.