ზუგდიდის მერია სკოლებში ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე ფიქრობს (ვიდეო)
16:08 / 24.01.2019
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერიამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, შპს „საქ-ავტოტრანსი 2014"-თან ხელშეკრულება
გაწყვიტოს. ამის მიზეზად შენგელიამ ჟურნალისტებს კომპანიის მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დაუსახელა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ 39-დან 24 სკოლაში ბავშვების ტრანსპორტირება შეფერხებით ხორციელდება.
„მერია მაქსიმალურადაა ჩართული და ვმუშაობთ საკითხის გადასაჭრელად. ვცდილობთ, რომ მოკლე ვადებში გადავლახოთ პრობლემა, რომ მოსწავლეებს ტრანსპორტი ყველა სოფელში შეუფერხებლად მოემსახუროს. ახლა ვართ მონიტორინგის რეჟიმში, მაგრამ თუ ორშაბათამდეც არ შეასრულებენ მოვალეობას სრულფასოვნად, უახლოეს დღეებში დავიწყებთ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურებს“, - აღნიშნა შენგელიამ.
მისი ინფორმაციით, მძღოლები და კომპანია ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას.
როგორც შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“-ის დირექტორმა აბესალომ ჩუხუამ გვითხრა, მძღოლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ორშაბათამდე საკითხის გადაწყვეტას მაქსიმალურად ეცდებიან.
„მძღოლების ნაწილს ეშინია, რომ ძველ ხელფასს ვერ მიიღებენ, რადგან, როგორც ვიცი, დეკემბრის თვის ხელფასი არ აქვთ აღებული, ამიტომაც იკავებენ თავს. თუ ისე მოხდა, რომ ორშაბათამდე ეს საკითხი არ გადაწყდა, სხვა მძღოლებით ჩავანაცვლებთ, სხვა გზა არაა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩუხუამ.
მერიის ინფორმაციით, სოფლებში სკოლებისთვის ტრანსპორტის მომსახურებაზე ტედნერი შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა და აღნიშნული მომსახურებისტვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 172 000 გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულება ზუგდიდის მერიამ გაუფორმა. შპს „საქ-ავტოტრანსი 2014"-ს მოსწავლეების სახლიდან სკოლამდე ტრანსპორტირება 22 იანვრიდან ევალება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები