ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია კონკრეტულ დავალებებს აძლევს პოლიციელებს, მათ შორის კი ლევან კვარაცხელიას, რისი ამსახველი მიმოწერაც მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს ანახა. ასევე, მისივე თქმით, მათ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდნენ "ქართული ოცნების" ნარაზენის შტაბის ზონის უფროსი ცოტნე ქორთუა და სხვა წევრები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაყვებოდნენ სანდრა რულოვსს. მათ ამის ამსახველი ფოტო - ვიდეო მასალაც წარადგინეს.

"მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ უკანონო თვალთვალს ჩვენს კანდიდატზე. ერთ-ერთი არის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ალიკა კვარაცხელია. ეს ადამიანები არიან ფორმის გარეშე და დაგყვებოდნენ ჯერ ნარაზენში, შემდეგ ურთაში. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იყვნენ ისინი. ვთხოვეთ დაესახელებინათ თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვეკითხებოდით თუ ვინ იყვენენ ისინი და რატომ გვითვალთვალებდნენ, რის შემდეგაც გაქცევა სცადეს. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და ისმის ნაცვლად, რომ დაეკავებინათ ისინი დაგვაკავეს ჩვენ. ნარაზენის ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა ნარაზენის პოლიციის უფროსი გია ყალიჩავა. ასევე ყველზე მნიშვნელოვანია მიმოწერა, სადაც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა მურღულია აძლევს დავალებას პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და აძლევს დავალებას, სადაც ჩანს რომ პირდაპირ კანდიდატზე ხორციელდება თვალთვალი. კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლა სცადეს სოფელ ურთაში ქართული ოცნების შტაბის უფროსმა ლევან მალანიამ, ცოტნე ქორთუამ რომელიც არის ერთ-ერთი წევრი. ასევე მთელი დღის განმავლობაში სანდრა რულოვს მთელი დღის განმავლობაში დაჰყვებოდნენ ოცნების აქტივისტები", - თქვა წითლიძემ.

მანამდე განცხადება გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, მან ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა სამართალდამცავები არ გამოიყენოს პოლიტიკური დევნისთის.

"ივანიშვილის გაკოტრებული და დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ზუგდიდელი მოქალაქეებისთვის გადავიდა პირდაპირ პოლიტიკურ ტერორზე ოპონენტების წინააღმდეგ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, დაქირავებული პირები, კრიმინალები, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ადამიანები ცდილობდნენ საბოტირება გაეწიათ სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიისთვის, ხოლო საღამოს უკვე მათ შეემატნენ გადაცმული პოლიციელები, კრიმინალებად ქცეული პოლიციელები, რომლებიც დასდევდნენ სანდრა რულოვსს, უთვალთვალებდნენ ადამიანებს და იღებდნენ უშუალო მონაწილეობას შეხვედრების ჩაშლაში, რომელსაც ვაწყობდით სოფლების მოსახლეობასთან. გაერთიანებული ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი კამპანია იყოს მშვიდობიანი, ჩვენ არ გვსურს არავისთან დაპირისპირება. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ იმ ფონზე, როდესაც 7 წლის განმავლობაში გააღატაკა და გაანადგურა მოსახლეობა, ისე დააშინებს მოქალაქეებს, რომ ისინი არ მივლენ არჩევნებზე, დარჩებიან სახლში, ძალიან ცდება. ზუგდიდი არის თავისუფალი ქალაქი, საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და ხელისუფლების მცდელობა, შეაჩეროს მისი დამარცხების გარდაუვალი პროცესი - არის განწირული დამარცხებისთვის. მოვუწოდებთ ივანიშვილს, მოვუწოდებთ დამნაშავე, კრიმინალურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ქართველ ხალხზე", - თქვა წიკლაურმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.


ამავე თემაზე: 

ანა წითლიძემ პოლიციის შენობა დატოვა

ხმაური პოლიციის სამმართველოსთან - მანუჩარ ჩხეტია პატიმრობაში დატოვეს (ვიდეო)

გიორგი პატარაია: სამწუხაროა, რომ პოლიცია იმ კანდიდატის დევნითაა დაკავებული, რომელიც იგებს

შსს: ენმ-ის წევრები ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ

ენმ: ზუგდიდში ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.