ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ყინულის სასახლის ტერიტორიას ყიდის
ზუგდიდის საკრებულომ სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორიის  საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და მოქალაქე აქტივისტების ნაწილმა დატოვა. მანამდე საკრებულოს წევრმა ენმ-დან ანა წითლიძემ აღნიშნა,  რომ გადაწყვეტილების მიღება მერის გიორგი შენგელიას ლობირებით ხდება, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უპასუხა, რომ ტერიტორიას აუქციონზე გაიტანენ და იყიდის თუ არა მას კომპანია m², ჯერ უცნობია.

„მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ეს იქნება ადგილი, რომელიც ქალაქს აქცევს მიზიდულობის ცენტრად. ამ შინაგანი რწმენით მივდივართ ამ გადაწყვეტილებამდე. როცა აქ ცნობილი ბრენდი შემოვა, ეს სხვა ინვესტორებისთვის იქნება სიგნალი. m² ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი. არ გამოვრიცხავ, ის გახდეს გამრჯვებილი, თუმცა არც სხვა გამოირიცხება“, - აღნიშნა წოწერიამ.

საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ტერიტორია 7 მილიონზე მეტ ლარად გაიყიდება, ხოლო ინვესტორს, რომელიც შეიძენს მას, ექნება ვალდებულება, 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. რაც შეეხება ყინულის სახლს, მას შემდეგ, რაც ინვესტორი 200 000 ლარს გადაიხდის, მერია კონსტრუქციას სხვა ადგილას თავად გადაიტანს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, აუქციონში გამარჯვებულმა 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების, ბრენდული სასტუმრო უნდა ააშენოს.

ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენება სურდა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს. ადგილობრივების ნაწილი სკეიტ პარკის მიმდებარედ ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს აშენების წინააღმდეგია. ისინი თვლიან, რომ რეკრეაციულ ზონაში მსგავსი მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.

სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობის კონცეფციაზე საჯარო განხილვა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, 19 თებერვალს გაიმართა. შეხვედრას საზოგადოების ნაწილი, ადგილობრივი ხელისუფლების და m²-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეების ნაწილს ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს აშენება არ სურდა.

სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ 16 თებერვალს ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ საკითხის განხილვას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მოქალაქეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
20 / სექტემბერი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი აფხაზებს ურჩევს, არ აიღონ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტები“ .
20 / სექტემბერი 2024
28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
20 / სექტემბერი 2024
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიწის ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ დევნილთა დასახლებაში მისი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.