ახალი ამბები
ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს - ადვოკატი
ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს, მისი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. უფლებადამცველი სოსო ჯანაშია რადიო "ათინათთან" ჰყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციური დაწესებულებიდან ფსიქიატრიულში გუშინ გადაიყვანეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, როგორც ადვოკატი ამბობს, ესებუა აღნიშნულ დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს.

"დღეს გავიგე, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურატურას ჰქონდა მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა და სასამართლომ დააკმაყოფილა, იძულებით გადაყვანაზე განჩინება იყო გაცემული და ჩვენი პოზიციის მიუხედავად, მაინც ასე მოხდა. როგორც ვიცი, გუშინ გადაიყვანეს, გამოკვლევის ჩატარებას 10-15 დღე დასჭირდება. დღევანდელი პროცესი გადაიდო და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაგრძელდება სასამართლო სხდომები. სამწუხაროდ ,შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე ვერ გავასაჩივრებთ,“- უთხრა რადიო „ათინათს“ ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 10-15 დღეს გაატარებს. სასამართლო სხდომები კი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განახლდება.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც.

ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუას პროცესზე მოიტანეს სკამი, რომელზეც თავდამსხმელი ბანკში იჯდა

ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს

„მტკიცებულებების ნაწილი საქმესთან შემხებლობაში არ არის“ - ბადრი ესებუას ადვოკატი

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.