ახალი ამბები
ანაკლიის პროექტში პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მალე დაიწყება და პროექტის წარმატებით დასრულება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამის პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება, დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%. პირველი ფაზის საორიენტაციო-საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7,8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, პროექტი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაზრდის თვალსაზრისით. 

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს (China Communications Construction Company Limited-ი (CCCC)) აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 12 მაისს დასრულდა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.