ახალი ამბები
ზუგდიდში, მერიის წინ, საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)
ამ წუთებში, ზუგდიდში, პროევროპული აქცია იმართება. პროტესტის 21- ე დღეს მოქალაქეები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ.

აქციის როგანიზატორების განცხადებით, მათ სურთ ერთად გააგონონ „ევროპული ხმა“ საჯარო მოხელეებსა და მთელ ქალაქს. ერთ- ერთი მათგანის, დავით ლოგუას თქმით, მუნიციპალიტეტის მერია აქციისთვის შეარჩიეს იმიტომ, რომ ამ შენობაში არიან საჯარო მოხელეები და სწორედ მათ შეახსენებს, რომ საჯარო მოხელის შესახებ კანონში შედის ცვლილებები, რომლებიც არსორივად ცვლიან მის იდეას:

„ის ემსგავსება პარტიული მუშაკის შესახებ კანონს, სადაც, ადამიანების დასაქმება ხდება არა კონკურსის წესით, არამედ, ხელმღვანელი პირის ინტერესებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, ასევე, კანონში არის ცვლილება, რომელშიც  არ არის ქართული ენის და მოქალაქეობითი ვალდებულების ნაწილი. გამომდინარე აქედან, ეს საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მშვიდად და კომფორტულად არიან, არც ისე შორეულ მომავალში, ასევე გახდებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. ამდენად დროა, მიხდვნენ, რასთან გვაქვს საქმე. გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს, დადგნენ სამშობლოს სამსახურში და შემოუერთდნენ იმ პროცესს, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს,ფაქტიურად ყველა დიდ ქალაქში“, - გვითხრა მან.

მათ მოიტანეს ბანერი, წარწერით: ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს.

ისევე, როგორ წინა დღეებში, აქციაზე მისულ სხვადასხვა თაობის ადამიანებს ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, დემონსტრაციები მიმდინარეობს. გუშინ, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეს, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ.

მერიის შენობის ფანჯრიდან


ამავე თემაზე:


„გაიფიცე“, - ახალგაზრდების აქცია ზუგდიდის მერიასთან

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.