რეგიონი
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება (ფოტო)
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ.
დღევანდელ აქციაზე არ ყოფილა სიტყვით გამოსვლები და არც მუსიკა ჩაურთავთ. გლოვის დღესთან დაკავშირებით დემონსტრანტებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული მოზარდების ხსოვნას.

აქციის ერთ - ერთ მონაწილეს შალვა ესართიას დღეს სახეზე შარფი ქონდა აფარებული, მას შემდეგ, რაც მას პოლიციამ შენიშვნა მისცა, მოქალაქემ შარფი მოიხსნა და სამედიცინო პირბადე გაიკეთა, თუმცა ის დააჯარიმეს. დღესაც ბალაკლავას ტარების გამო პოლიციამ აქტივისტი და პარტია "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა უკვე მეხუთედ, ხოლო კერენ ესებუა მესამედ დააჯარიმა. 

ზუგდიდში უკვე 43- ე დღეა იკრიბებიან ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მათი მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები.

შეგახსენებთ, შაბათს, 11 იანვარს, 14 საათზე ზუგდიდში დაგეგმილ აქციას სალომე ზურაბიშვილი შეუერთდება. ორგანიზატორების თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ზურაბიშვილმა საზოგადოების გამაერთიანებლის ფუნქცია იკისრა და მისი რეგიონული ტურნეს ზუგდიდიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ ხალხის ბრძოლა ღირებული და მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 39-ე დღეს მდუმარე აქცია გაიმართა (ფოტო)

„ირო წიმი ევროპაშა“, - ახალი წლის პირველ დღეებში აქცია ზუგდიდში უწყვეტად გრძელდება (ფოტო)

დავიბედოთ გამარჯვებისთვის ბრძოლა და გამარჯვება - დღეს ზუგდიდში აქცია გაიმერთება



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.