ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს დაესწრება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.

"აფხაზეთის პრეზიდენტმა პუტინისგან 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე მოწვევა მიიღო და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად ეწვევა მოსკოვს", - განაცხადა კვიცინიამ.

რუსული RBC - ს თანახმად, ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე ადასტურებენ: ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი; ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი, ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა – ბრაზილია; იბრაჰიმ ტრაორე – ბურკინა ფასო, ნიკოლას მადურო – ვენესუელა, ტო ლამი – ვიეტნამი; კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – ყაზახეთი; სადირ ჟაპაროვი – ყირგიზეთი; სი ძინპინი – ჩინეთი; მიგელ დიას-კანელი -კუბა; მაჰმუდ აბასი – პალესტინა; მილორად დოდიკი – სერბთა რესპუბლიკა, ალექსანდრ ვუჩიჩი – სერბეთი; რობერტ ფიცო – სლოვაკეთი; ემომალი რაჰმონი – ტაჯიკეთი; გურბანგული ბერდიმუხამედოვი – თურქმენეთი; შავკატ მირზიოევი – უზბეკეთი.

ამავე ცნობით, მოწვევები ასევე გაეგზავნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის და მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნაგიინ ხურელსუხს, თუმცა მათ ჯერ არ დაუდასტურებიათ, ჩავლენ თუ არა მოსკოვში.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღონისძიებას არ დაესწრება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვების აღლუმზე ვიზიტის შესახებ საუბარი არ არის.

ვროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული ქვეყნების ლიდერების მონაწილეობას მოსკოვში გამართულ აღლუმში მონაწილეობას ნეგატიურად უყურებს და მოუწოდებს მათ არ დაესწრონ აღლუმს და სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის გვერდით დადგნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, 2 აპრილს, გუნბას „ინაუგურაციის“ დღეს მიიწვია.
პუტინის თანახმად, „გამარჯვების დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და აფხაზეთის ძმური ხალხებისთვის“.

"საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მარტს გაიმართა და მასში კრემლის ფავორიტმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მისი მეტოქე იყო, ოპოზიციონერი -  ადგურ არძინბა.

2 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა.

5 მარტს პუტინმა გუნბა კრემლში მიიღო, ამასთან, აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.