ახალი ამბები
„ათინათი“ ფერმერების მხარდასაჭერად - კარანტინის პირობებში გადარჩენილი მოსავალი
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს. აქედან გამომდინარე, რადიო "ათინათმა" წამოიწყო პროექტი, რომელიც მცირე მეწარმეების დახმარებას ითვალისწინებდა. კერძოდ, რადიოს ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებდა ინფორმაციას ფერმერებისა და მათი პროდუქციის შესახებ.

მეყვავილე ლევან ბერულავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რადიო "ათინათის" გვერდზე მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მომხმარებლებმა აქტიურობა მალევე დაიწყეს.

„უამრავი გამოხმაურება მქონდა. პრაქტიკულად, იმ დღიდან ძალიან ბევრი გვირეკავდა, გამოხატავდნენ დაინტერესებას. ისეთი პერიოდი იყო, რომ რეალიზაციას ვერ ვუკეთებდით ჩითილებს. თქვენი პროექტი ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მთლიანად გავყიდეთ ყვავილები, საერთოდ არ დაგვრჩენია. მოთხოვნა მეტი იყო, ვიდრე მიწოდება“, - გვითხრა ლევან ბერულავამ.

"როგორი მადლობელი ვარ ვერ წარმოიდგენთ, ყველაზე დიდი რეკლამა ჩემთვის თქვენი პროექტი აღმოჩნდა", - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ფერმერმა ნანა ფიფიამ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის წლებია მარწყვის მოყვანით არის დაკავებული და ხალხი მის პროდუქციას კარგად იცნობს, "ათინათმა" მისი მოსავალი გადაარჩინა.

„კარგად მიცნობენ ჩემი თანამოქალაქეები, მაგრამ თქვენთან გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ მომხმარებლების რაოდენობა გაორმაგდა. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე რომ დავდექი, "ათინათი" დამეხმარა ყველაზე უფრო. რა თქმა უნდა კლიენტების რაოდენობა გამეზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა. შინ მიტანის სერვისი გვქონდა დანერგილი და საერთოდ არ დამრჩა მარწყვი“, - ამბობს ფერმერი.

35 წლის მანძილზე ყველაზე რთული გაზაფხული ახალაიების ვარდებს დაუდგათ. როგორც ოჯახის რძალი გვიყვება ყვავილების რეალიზება მთლიანად ვერ მოახერხეს, მაგრამ ხარჯი ამოიღეს.

„რადიო "ათინათის" სიუჟეტმა და პოსტმა შედეგი გამოიღო. თქვენი დამსახურებით ზარალი არ გვაქვს, რაც შეიძლებოდა გვქონოდა. რომ არა ეს თქვენი პროექტი და სოციალური ქსელები, ფაქტობრივად, სრულად ზარალზე გავდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით წელია ყვავილები მოგვყავს, ბევრმა არ იცოდა ჩვენს საქმიანობაზე, მათ შორის, ჩვენმა მეზობლებმა და ნაცნობებმა. სიუჟეტის ნახვის შემდეგ მოდიოდნენ ათვალიერებდნენ, ყიდულობდნენ. მომხმარებლებს ჩვენ თვითონაც ვაწვდიდით თაიგულებს. თუ სეზონზე 10 000 ლარი გვქონდა შემოსავალი, წელს 3000 ლარის გავყიდეთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ხარჯი ამოვიღეთ“, - თქვა მაკა კოდუამ.

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ფერმერები იმედს არ კარგავენ და მომავალი წლისთვის მეტი ენერგიით და მონდომებით ემზადებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
მესტიის გზაზე, ხაიშიდან ლახამულამდე არსებულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, ამავე გზაზე საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია.
18 / აპრილი 2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოტერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება.
18 / აპრილი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 33 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.