მიუხედავად ამისა, რამდენიმე ნამუშევარს მაინც გამოარჩევს. მისთვის ყველაზე ძვირფასი გრავირებული დანებია, რომელთა შექმნაში უდიდესი დრო და ენერგია ჩადო. გვიყვება, რომ თითოეულ მათგანზე მიკროსკოპის ქვეშ იმუშავა. ორნამენტები, რომლებსაც დანებზე ვხედავთ, ქართული ხასიათისაა და ძირითადად, ვაზის მოტივებზეა შექმნილი.
"განსაკუთრებულად მიყვარს დანები, რომ მითხრან, მომყიდეო, შეიძლება, ვერ გავიმეტო. გასაყიდად იმიტომაც ვერ ვიმეტებ, რომ მისი ღირებულების ნახევრადაც ვერ გაიყიდება ჩვენს ქვეყანაში. გავყიდე რამდენიმე ნამუშევარი და დღესაც ვნანობ", - გვიყვება მხატვარი.
მისი ნამუშევრების ნახვა ცაიშის, ვლაქერნის და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებსა და სხვა ეკლესიებში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ოსტატის ბევრი ნაკეთობა კერძო საკუთრებაშია.
მისთვის ხეზე და ლითონზე მუშაობა ერთნაირად საინტერესოა, უპირატესობას მაინც ლითონს ანიჭებს და ნანობს, რომ მისით გვიან დაინტერესდა.
"ვინც ხეზე მუშაობს, მისთვის, თითქოს, ძნელი არ უნდა იყოს ლითონზე მუშაობა, თუმცა ეს ასე არ არის. ძალიან გამიჭირდა და უცხოელი მეგობრები დამეხმარნენ. უკვე ჩემს მიერ შექმნილ მინიატურულ გრავიურაზე დეტალები თვალით არ ჩანს, მიკროსკოპის ქვეშ უნდა ნახო ნახატები, რომ გაარჩიო... აი, თუ მიკროსკოპის ქვეშ არ ნახე შეცდომა, ჩათვალე, რომ კარგი ნამუშევარია", - განმარტავს გრავიორი.
ოსტატი წუხს, რომ გრავირების ხელოვნებით ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან. ოცნებობს, ისეთი სახელოსნო ჰქონდეს, სადაც მოსწავლეების მიღებას და ცოდნის მომავალი თაობისთვის გაზიარებას შეძლებს. უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები