აქტუალური თემები
დაასუფთავებინეს თუ არა მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს - ფაქტს პოლიცია იძიებს (ვიდეო)
ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები "შაბათობაზე" დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს. 

"პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში - ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა", - წერს მოქალაქე. 

ის იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო ზომებს მიიღებს და ფაქტზე შესაბამისი რეაგირება იქნება. 

​ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა. 

"ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა", - გვითხრა ლია ჯალაღონიამ.

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები.

"დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი, ვისაც ექნება ამ საქმეში რამე გადაცდომა და მონაწილეობა, იქნება მკაცრად დასჯილი", - გვითხრეს მერიაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს. 


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ტერაბანკი გრძელვადიანი სტუდენტური სესხის შეთავაზებას აგრძელებს.
2020 წელი მეთხილე ფერმერთა ასოციაცია "კავკასნათმა" მნიშვნელოვანი სიახლით დაასრულა - ასოციაციამ 612 ფერმერზე აიღო UTZ/Rainforest Alliance, ხოლო 195 ფერმერზე - ევროკავშირში აღიარებული ორგანული ჯგუფური სერტიფიკატები.
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა.
კორონავირუსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 161 ადამიანი გამოიკვლიეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 106 ადამიანი მკურნალობს,
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 34 933 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა.
საზოგადოება

სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, 12 თებერვლიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით შიდა ფრენები განახლდა.
მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით:
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / თებერვალი 2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის
27 / თებერვალი 2021
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 27 თებერვლიდან თბილისი-ზუგდიდის და თბილისი-ფოთის მიმართულებით მოძრაობა განახლდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ჯერჯერობით,
27 / თებერვალი 2021
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 161 ადამიანი გამოიკვლიეს
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 1 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია -5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.