მულტიმედია
რატომ იმატებს კოვიდის შემთხვევები სამეგრელოში (ფოტო/ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთში, განსაკუთრებით კი ზუგდიდში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. რეგიონის მასშტაბით, უკვე 2 500-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ზუგდიდში, 13 ოქტომბრის მონაცემებით, გამოვლინდა კოვიდის 796 შემთხვევა, აქედან 536 ბოლო კვირაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელოში გასულ თვეში კორონავირუსით ინფიცირებული 84  ადამიანი გარდაიცვალა, ოქტომბერში - 11.

ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს. ზუგდიდის ქუჩებსა და თუ დაწესებულებებში ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც პირბადე არასწორად ან საერთოდ არ უკეთიათ. შედარებით მცირე ნაწილი რეგულაციებს საგულდაგულოდ იცავს და ვაქცინაციის აუცილებლობაშიც დარწმუნებულია.
შალვა, 25 წლის: "შემთხვევებმა იმიტომ იმატა, რომ ბოლო პერიოდში ხალხის უმრავლესობამ, ასე რომ ვთქვათ, "აიგდო" არსებული ვითარება. ყველას მოვუწოდებ, აიცრას, მე ორჯერ ვარ აცრილი. თუ მოხდება ასე და აიცრება უმრავლესობა - ეს მოცემულობა არ გვექნება. მთავარი პრობლემაა დისტანციის არდაცვა, ხვევნა-კოცნა, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე".

მანანა ქარჩავა, პენსიონერი: "ალბათ არ არის რეგულაციები დაცული, მე კი ვარ აცრილი 2-ჯერ მაგრამ ხალხს კი ხედავთ, ზოგიერთს არ უკეთია პირბადე, არაა დაცული წესები. სულ ვიცავ, პირბადეს ვიკეთებ, ვიბან ხელებს, დისტანციას ვიცავ".

ანი, 15 წლის: "ვიცავ შეძლებისდაგვარად რეგულაციებს, ვატარებ პირბადეს, მაგრამ სკოლაში რომ დავდივარ, ცოტა რთულია დისტანციის დაცვა კლასელებთან. არ არის მარტივი, მაგრამ თავი რომ დავიცვა, გარშემომყოფები და ოჯახის წევრებიც, ვცდილობ ყველასთან დისტანცია დავიჭირო. ჯერ არ ვარ იმ ასაკის, რომ გავიკეთო ვაქცინა, თუმცა თუ ჩემი ასაკობრივი კატეგორიისთვის ეს იქნება მისაღები და დამტკიცდება, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ავიცრა - დავიცვა სხვა ადამიანები და საკუთარი თავიც. ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზე მშვიდი სიტუაციაა, არ ფიქსირდება კოვიდის შემთხვევები". 

ბადრი, 54 წლის: "ხალხმრავლობა არის პირველი პრობლემა. უნდა დაიცვა დისტანცია, პირბადე გაიკეთო - ამ გზით შეიძლება გადავრჩეთ. ერთი საათის წინ გავიკეთე მეორე აცრა, ჩინური, "სინოვაკი", თავს კარგად ვგრძნობ. სახლში დედაჩემს, ოჯახის წევრებს ჰქონდათ კოვიდი, მადლობა ღმერთს, გადაიტანეს".


ეპიდემიოლოგები თვის ბოლომდე რიცხვების გაორმაგებას ელოდებიან და ამბობენ, რომ სიტუაციის გაუარესება რეგულაციების უგულებელყოფამ გამოიწვია.

"სექტემბრის მონაცემი გაორმაგდება, გასამმაგდება ოქტომბერში. უკვე აღვრიცხეთ 3000-ზე მეტი შემთხვევა. ყველაზე მეტი ზუგდიდშია, მერე მარტვილში, ფოთში და ასე. გამოიწვია იმან, რომ რეგულაციებს არ იცავენ, არ ატარებენ პირბადეს, არ იცავენ დისტანციას. შეკრებები და  ქელეხები გრძელდება... ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - არ იკეთებენ ვაქცინას. თქვენც ხომ ხედავთ ქალაქში რომ გადიხართ, ზოგს როგორ და რანაირად უკეთია. ეს არის ძირითადი მიზეზები... ყველგან იგივეა ძირითადი მიზეზები, რამაც გამოიწვია მატება", - გვეუბნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანზორ ქობალია.

ის შიშობს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში სეზონური გრიპის გავრცელება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს და შესაძლოა, რეგიონი თვინდემიის საშიშროების წინაშე დადგეს. ანზორ ქობალია მოქალაქეებს სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაციით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

"სეზონური და კოვიდი თუ დაემთხვევა, გაცილებით ცუდ სიტუაციაში ვიქნებით. გუშინ შემოვიტანეთ სეზონური გრიპის ვაქცინები, ჯერ რისკ-ჯგუფები აიცრებიან, შემდეგ კი სხვები. ვაქცინაცია უფასოა", - გვიხსნის ის.

NCDC-ის წარმომადგენელი წუხს, რომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, იკლო კოვიდ საწინაღმდეგო ვაქცინაციის ტემპმა. მისი მონაცემებით, სულ რეგიონში 118 748 აცრაა ჩატარდა, აქედან 63 990 ადამიანი - პირველადად, 54 758 კი სრულადაა ვაქცინირებული.

"დღეში საშუალოდ 400-500 პირი იცრება, რაც კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია. ამ შედეგებით კმაყოფილები არ ვართ, რა თქმა უნდა. დაბალია მოცვა. საშუალება გვაქვს დღეში 3500-3800-მდე ადამიანი ავცრათ და 5 000-მდეც ავიდეთ, გვაქვს ამის რესურსი. მიზეზს თუ მკითხავთ, ვერ გეტყვით - ვისაც უნდოდა აცრა, აიცრა... ახლა გარკვეული პროცენტი ორჭოფობს, აიცრას თუ არა, არის კატეგორია რომელსაც არ სურს. სწორედ იმ შუალედზე არის სამუშაო, მეტი ინფორმაცია მისაწოდებელი, რაშიც დიდია საზოგადოების და მასმედიის როლი", - მიიჩნევს ანზორ ქობალია.

ბოლო მონაცემებით, ვაქცინირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის ასაცრელი მოსახლეობის 38%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფოთსა (49%) და ზუგდიდში (44%) ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის რეგიონული წარმომადგენელი მოქალაქეებს რეგულაციების დაცვას სთხოვს და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი - გაიკეთეთ პირბადე, დისტანცირება, თავშეყრის ადგილებს აარიდეთ თავი და რა თქმა უნდა ვაქცინაცია. მე ავიცერი - მიუხედავად რთული ოპერაციებისა, რომელიც გადავიტანე, არ მინდოდა ჩემი ოჯახისთვის ინფექციის წყარო ვყოფილიყავი, თუ წესებს არ დავიცავთ, ცუდად წავა ჩვენი საქმე".





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.