დღეს, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.
სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, მერიის მოადგილეები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა", ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავებას ცენტრმა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები