პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ბენეფიციარი სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან. ამასთან, ადამიანის უფლებებზე ჩატარდა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, გაიმართა ფსიქოლოგის და კონფლიქტოლოგის ონლაინ ტრენინგები, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის. კერძოდ, ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემებზე: „დელიქვენტური ქცევის რისკი და დამცავი ფაქტორები“, „ქცევითი სტრატეგიები და მეტი კომუნიკაცია“, „ბავშვის პოლისტური განვითარება“, „დაინტერესებული სუბიექტები მართლმსაჯულებაში და მართლმსაჯულება და საქართველო“, „უსაფრთხო სკოლა“ და „კონფლიქტის მართვა და მედიაცია“.
„ახალგაზრდები უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი მეგობრები და თანასწორები. ხშირად უნდა შევაქოთ და წავახალისოთ, რადგან ასეთი დამოკიდებულება მათ უმაღლებს თვითშეფასებას და მოტივაციას. ხშირად უნდა ვკითხოთ მოზარდებს თუ რა აწუხებთ, რა უჭირთ... ვფიქრობ მოზარდებსა და ზრდასრულებს შორის დაბალანსებულ ურთიერთობაზე პირველ რიგში უნდა იზრუნოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე პედაგოგებმა, რადგან საჭიროა ცნობიერების ამაღლება“, - აღნიშნა თამარ მალანიამ.
ფსიქოლოგი მეგი საჯაია ამბობს, რომ უსაფრთხო სკოლის შექმნაზე, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას გულისხმობს, უნდა იზროუნოს როგორც სკოლის ადმინისტრაციამ, ასევე მშობლებმა და მოსწავლეებმა. ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ უსაფრთხო სკოლის, ადამიანის უფლებებს თუ ბულინგის თემაზე პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და მსგავ საკითხებზე საუბრები ზედმეტი არასოდეს არ არის.
პროექტის მონაწილე და აბაშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ ჯაბელია ფიქრობს, რომ ტრენინგები, რომლებიც მათ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, უსაფრთხო სკოლაზე და ადამიანის უფლებებზე გაიარეს, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. მოზარდი ამბობს, რომ მსგავის თემებზე მათ ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ, რადგან ინფორმირებული მოსწავლე ნაკლებ შეცდომებს უშვებს.
მცირე საგრანტო პროექტი „გადადგი ნაბიჯი წინ“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“( JJR) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT), არასამთავრობო ორგანიზაციები - „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(CIDA) „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (GIP-TBILISI). პროექტის პარტნიორები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერია და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში- სს „არქეოპოლისი“.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები