სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერმა 6 პედაგოგს მენტორი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მიულოცა 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია და მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლები იმ პედაგოგებს შეხვდნენ, რომლებსაც მიმდინარე წელს მენტორისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. მერმა მათ წარმატება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"გილოცავთ ამ მიღწევას, რომელიც დიდი შრომის შედეგია. მე პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ვიცი რამხელა ენერგიას მოითხოვს ეს პროფესია. თქვენი შრომა ფასდაუდებელია", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ. 

მენტორი მასწავლებლები გახდნენ: ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა კიკალიშვილი, ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ზარანდია და შ.პ.ს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია "ჯი-ჯი"-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კვირტია.

წამყვანი მასწავლებლებლის სტატუსი მოიპოვეს: ახალსოფლის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა ციცინო ქობალიამ, რუხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ნინო ბერიშვილმა და კახათის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა რუსუდან ჩახაიამ.

შეხვედრის დასასრულს პედაგოგებმა მუნიციპალიტეტის მერიასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.