სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიაში საპრევენციოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, სამსახურისა და ა(ა)იპი-ების უფროსებთან შეხვედრა გამართა.

სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები. მერმა, პირველ რიგში, სამსახურის უფროსებს დაავალა, მაქსიმალურად გაკონტროლდეს თანამშრომლების მდგომარეობა, მათი მოგზაურობის ისტორიები და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეაგირება იყოს დროული.

„ჩვენთვის მნიშნველოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მაქსიმალურად კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ გავრცელება. აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რეკომენდაციის შესაბამისად. სადეზინფექციო ხსნარით ხელების მუდმივი დამუშავება“ - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მერმა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მონიტორინგის გამკაცრება. როგორც მერმა შეხვედრზე აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 14 სექტემბრიდან  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.

მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დეზინფექცია ჩაუტარდება საჯარო სკოლის იმ ტრანსპორტს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების გადაადგილებას. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მუდმივად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.