სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში შეხვდა
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ხურჩასა და კოკში ვიმყოფებოდით. აქაურმა მოსახლეობამ კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია, ისინი ამ სიმძიმეს დღემდე გრძნობენ.
მიხარია, რომ ორივე სოფელი ძალიან მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია. ხურჩაში გასულ წელს ახალი ამბულატორია ავაშენეთ და მოსახლეობას წლების პრობლემა მოუგვარდა. სოფლებს ერთმანეთთან ბეტონის გზა აკავშირებს და, რაც მთავარია, ორივე სოფელი გაზიფიცირებულია", - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

სოფელ კოკის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას სოფელ ახალკახათში შეხვდა.

,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფელში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რეაბილიტირდა ოქტომბერი-ახალკახათის დამაკავშირებელი გზა, ტენდერი გამოცხადებულია და იწყება კოკი-ახალკახათის გზის რეაბილიტაცია.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო, ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გავსალია დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გადაცემის თემა - COVID-19 - ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად
კორონავირუსი
მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 87 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გასულ თვეში დაუდგინდა, გუშინ, 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
ახალი კორონავირუსის 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 29 კი ცხელებით და სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა გამოვლინებებით მოთავსებული პაციენტი.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.