დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 სტუდენტს მერის სტიპენდია მიენიჭა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების კომისია გაიმართა. კომისიაზე 48 სტუდენტის სტიპენდიის განცხადება განიხილეს. ყველა სტუდენტმა დებულებით გათვალისწინებული პირობები დააკმაყოფილა. ისინი 9 თვის განმავლობაში მერის სტიპენდიას მიიღებენ.

კომისიის სხდომაზე შედეგების გამოცხადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და სტუდენტები დაესწრნენ.

"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. წელს თითქმის გასამმაგდა სტიპენდიანტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. რაც უფრო წარმატებული და მოტივირებულია ახალგაზრდობა, მით მეტი შანსი აქვს ქვეყანას, გახდეს მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო. მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ გამოწვევებს უფრო სწრაფად დაგვაძლევინებს, მათი ცოდნა ძალიან გამოადგება როგორც ქალაქს, ისე მთელ ქვეყანას", – განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.
2013 წლიდან დღემდე 242 ნიჭიერი ახალგაზრდა დაფინანსდა, მათ შორის, 3 სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა. 2017 წლიდან კი 125 სტუდენტს მერის სტიპენდია მიენიჭა.


კომისიის სხდომა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.