სარეკლამო მასალა
რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო. მისი თქმით, აკადემია ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება.

"რუხში საქართველოს ფეხბრუთის ფედერაციის მხარდაჭერით ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს იქნება მოტივაცია, ჩაერთონ ფეხბურთში და ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ. რუხის საფეხბურთო აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მისი განხორციელება პრიორიტეტულია", - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა. პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი.

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აშენებს და სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.