ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს									
			
		
						
			
			
			
								ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. 
2013-2020 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობამ ჯამურად 21402 შეადგინა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები 6 სოფლის (შამადელა, ოდიში/საჭურღულიოს უბანი, ჯიხაშკარი, ყულიშკარი, ალერტკარში, ჭკადუაში) ტერიტორიაზე, ხოლო აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 2361-ს შეადგენს.
2022-2024 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაემატება 4 დასახლებული პუნქტი, 1277 აბონენტი, ღირებულება 4 134 მილიონი ლარი.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები