დაფინანსებული
ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა.

ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

"დღეს ზუგდიდში, სოფელ ახალსოფლიდან დავიწყეთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება. რადგან ბავშვები არსებული აკრძალვების ფონზე ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კვებისთვის გამოყოფილი თანხით მომხდარიყო პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. პანდემიის პირობებში ეს პაკეტი წაადგებათ ოჯახებს. ამ რთულ პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი" უზრუნველყოფს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს 4300-მდე აღსაზრდელისთვის რიგდება სასურსათო პროდუქტი, ეს პროცესი პერმანენტულად გაგრძელდება, მანამ სანამ იქნება შეზღუდვები საბავშვო ბაღებში, ჩვენ შემდგომშიც ვგეგმავთ აღსაზრდელებისათვის მსგავსი დახმარებების გაწევას. ეს არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში ოჯახებს გავუწიოთ დახმარება საკვები პროდუქტებით", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.