სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერია დეკემბრის თვეში 5000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვებ პროდუქტს გადასცემს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.

პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გაუწიეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მესამე წელია კვებით უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს პროგრამა წელსაც გრძელდება. ასევე, საახალწლოდ 500-მდე სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი მიიღებს სურსათს. აღნიშნული პროგრამის პარალელურად, მერია ახორციელებს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის დარიგებას და ჯამში, დეკემბრის თვეში დაახლოებით 5000-მდე ოჯახი მიიღებს სასურსათო კალათას“ - განაცხადა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერმა სისტემური ხასიათი მიიღო. ეს ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ორიენტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ყოველდღიური ყოფა იმ ადამიანებს, ვისაც ეს დახმარება სჭირდებათ. რა თქმა უნდა ეს არ არის მაქსიმუმი და ჩვენ შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი მოწყვლადი ჯგუფი მოვიცვათ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს შევუმსუბუქოთ ის ვითარება, რომელიც არის გამოწვეული პანდემიით და ასევე, შევეცადოთ მათ გავუხალისოთ საახალწლო დღეები“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საკვები პროდუქტით ჯამში 413 ბენეფიციარი ისარგებლებს.

პროდუქტების გაცემას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.