სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, წარმატებულ პედაგოგებს ლელა ბულიასა და მაყვალა სოსელიას მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მერმა პედაგოგებს წარმატება მიულოცა და ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

"პირველ რიგში გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და მადლობას გიხდით ფასდაუდებელი შრომისთვის. მადლობა, რომ ღირსეულად ემსახურებით მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. თქვენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ასახელეთ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ჩავერთოთ სხვადასხვა პროექტებში", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ. 

მომავლის მასწავლებელი – ეს ტიტული ზუგდიდელ ინგლისური ენის სერთიფიცირებულ სპეციალისტს, ლელა ბულიას მიენიჭა. ინგლისური ენის მასწავლებელთა მაღალტექნოლოგიური ონლაინ-სამიტი 2021 - სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 30 ათასამდე მონაწილე ღებულობდა, ლელა საქართველოდან ერთადერთი იყო.

მაყვალა სოსელია-ორულუს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.  2021 წელს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, მაყვალა სოსელიას რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგის ტიტული მიანიჭა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.