სარეკლამო მასალა
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

"ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ სრულად განვაახლეთ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი და მუნიციპალიტეტს ახალი, 40 ერთეული ავტობუსი ემსახურება,  დასასრულს უახლოვდება ავტოპარკის მშენებლობაც. ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და უსაფრთხო  მგზავრობა პრიორიტეტულია", - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა. განახლდა ავტოპარკი, მოწესრიგდა და დაინერგა გადახდის ელექტრონული სისტემა, მოწესრიგდა მძღოლთა შრომის ანაზღაურების სისტემა და ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტისადმი ხელმისაწვდომობასა და მიწოდებული  სერვისის ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად.

ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

ზუგდიდში სრულად განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქმედებს გადახდის ელექტრონული სისტემა.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატ კონტროლის სისტემით. მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათით  სარგებლობენ:

·    მოსწავლეები;

·    სტუდენტები;

·    უფასო სასადილოს ბენეფიციარები;

·    პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

·    ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

·     საპატიო ზუგდიდელები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.