სარეკლამო მასალა
უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის
"ათინათი", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs" ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის.

პროექტის შესახებ:

პროექტი - "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs" - დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, ასოციაცია "ათინათთან" და დემოკრატიის ინსტიტუტთან პარტნიორობით.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია სამეგრელო, გურია, აჭარა.

საგრანტო პროგრამის მიზანი: საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მათ შექმნან ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარმეო სუბიექტებს (ინდ. მეწარმე, შპს, რეგისტრირებული კოოპერატივი და ა.შ.), რომელთა ძირითადი საქმიანობა ხორციელდება სამეგრელოს რეგიონში.

მოთხოვნები სამეწარმეო სუბიექტის მიმართ:


** სამეწარმეო სუბიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს მინიმუმ სამი წელი;
** სამეწარმეო სუბიექტის ბრუნვა წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს;

საგრანტო დაფინანსების პრინციპი:


** საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 2500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 6000 ევროს.
** საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.

განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:

** საგრანტო განაცხადით წარმოდგენილი იდეის კავშირი კონკურსის მიზანთან;
** იდეის მკაფიო აღწერა. სამუშაო ადგილების შექმნის გეგმის დეტალური აღწერა. საკონსულტაციო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მკაფიო გეგმა;
** განმცხადებლის სტატუსი - განმცხადებლის სტატუსი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე სუბიექტების სტატუსს;
** განმცხადებლის ცოდნა ან/და გამოცდილება წარმოდგენილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით;
** ხელშემწყობი წინაპირობები, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემო ფაქტორები და რესურსები (ადამიანური, ტექნიკური და ა.შ.);
** პროექტის განხორციელების მიდგომები. პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი აქტივობები;
** პროექტის ფინანსური დაგეგმარება (ლოგიკური ბიუჯეტი - ხარჯების რეალისტური გათვლა);
** პროექტის განხორციელების რისკები და მათი შემცირების გზები;
** პროექტის განხორციელების მკაფიო გეგმა-გრაფიკი, პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
** პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები;
** პროექტის სიცოცხლისუნარიანობა;

გრანტის მიმღები ვალდებულია შემოთავაზებული გეგმის მიხედვით დაასაქმონ ზემოხსენებულ პროექტში ჩართული ბენეფიციარები (ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები შესაბამისი გენდერული ბალანსის გავითვალისწინენთ).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შერჩევის შედეგები ეცნობება განმცხადებლებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე განმცხადებელს მიეცემა წერილობითი პასუხი უარის თქმის მიზეზების შესახებ.

საგრანტო განაცხადების შეფასების პროცესში შესაძლებელია დამატებითი ქულა მიენიჭოს ისეთ პროექტებს რომლებიც წარმოადგენს რეგიონის დონეზე ინოვაციას ან/და გარემოზე დადებითი შედეგი (მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას).

საგრანტო თანხით არ დაფინანსდება:

** ხელფასები (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა დაფინანსდეს ექსპერტის/სპეციალისტის ჰონორარი) და მიმდინარე ხარჯები;
** მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, შინაური ფრინველების, ფუტკრის ოჯახების შეძენა;
** უძრავი ქონების შეძენა;
** სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა;
** კვლევების ან ტრენინგების ინდივიდუალური დაფინანსება გარდა იმ შემთხვევებისა როცა ის წარმოადგენს ძირითადი საქმიანობის შემადგენელ კომპონენტს;
** აკადემიური და სამეცნიერო კვლევები;
** სასწავლო/სამეცნიერო გრანტები;
** ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა;
** ვალები და მომავალი შესაძლო ზარალისათვის გათვალისწინებული ხარჯები;
** გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები;
** ზარალი, გამოწვეული სავალუტო კონვერტაციის შედეგად;
** მესამე მხარისათვის გაცემული სესხები;
** სადაზღვევო ხარჯები;
** ავტო სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და შეკეთების ხარჯები (პროექტის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დაშვებული იქნეს გამონაკლისი);
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები;
** საქმიანობები, რომლებიც პირდაპირი ან ირიბი სახით ზიანს აყენებენ გარემოს;
** ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ან რელიგიურ საქმიანობასთან.

სტრატეგიული გრანტების კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და სათაურის ველში მიუთითეთ: საგრანტო პროგრამა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 სექტემბერი. არასრული ან დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: აკაკი კოროშინაძე - 571315398
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.