სარეკლამო მასალა
მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება. პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაცია განხორციელდება. ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერია საწვავის ლიმიტის შემცირებით წლის ბოლოს, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ეკონომიას მიიღებს.

მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად.

„ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზანია გამოთავისუფლებული თანხებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მიმართულების“, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

მისივე განცხადებით, ხარჯების შესწავლა უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაიწყება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.