სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერია: სტიქიით დაზარალებულ სოფლებში სპეციალური სამსახურები აქტიურად მუშაობს
გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებულად დაზიანდა დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მდინარე ჯუმი კალაპოტიდან გადავიდა, დაიტბორა ცენტრალური ნაწილი, ასევე გაარღვია გარკვეულ ადგილებში ნაპირსამაგრი ნაგებობები და დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები. ადიდებულმა მდინარე ჯუმმა და ჩხოუშმა სოფელ დიდინეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.

მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად კი გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე მაიზერ ნანავა ადგილზე გაეცნენ.

"მნიშვნელოვანია გატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები დიდნეძის მუნიციპალიტეტში რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი წყალმოვარდნები. ასევე პრობლემები გვაქ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური ტრასის მიმდებარე მოსახლეობა დაიტბორა, წუხელ მთელი ღამე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მაშტაბით და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარნენ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მდუმარე აქცია გაიმართა, რა დროსაც, მისმა მონაწილეებმა სანთლებით გააკეთეს წარწერა ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს".
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.