სარეკლამო მასალა
ზუგდიდში 7 ოქტომბერს რაგბის ნაკრების ღია ჩვენება გაიმართება - თიბისი
თიბისი 7 ოქტომბერს რაგბის ნაკრების მატჩის კიდევ ერთ ღია ჩვენებას გამართავს სლოგანით #ერთადგავიმარჯვებთ.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ თიბისისთან ერთად ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი,ნაკრების გასამხნევებლად სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. პირველი მატჩის ღია ჩვენება თბილისში შედგა, საგულშემატკივრო ფან-ზონა მოეწყო ქუთაისშიც. მომდევნო თამაშზე ეროვნული ნაკრების გამხნევებას გულშემატკივრები ზუგდიდში თიბისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეძლებენ.

სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა თიბისის ფან-ზონებიდან ექნებათ. 7 ოქტომბერს რიგით მესამე ღია ჩვენება ზუგდიდში ჩატარდება. უელსი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.


თარიღი & დრო: 7 ოქტომბერი, 15:00 საათი

ლოკაცია: ზუგდიდის სკეიტ პარკი

თამაში: უელსი vs საქართველო

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

ღონისძიების მხარდამჭერები: ზუგდიდის მერია, საქართველოს პირველი არხი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.