სარეკლამო მასალა
ქალები აფხაზეთიდან - ასოციაცია "იმედის" შეხვედრა ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.

ასოციაცია „იმედის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სხვადასხვა ასაკის დევნილი ქალები დაესწრნენ. ორგანიზატორების თქმით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი ქალები წლების განმავლობაში რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად და საჭიროებენ მუდმივ მხარდაჭერას. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება 8 მარტს გამართულ შეკრებაზე დევნილი ქალების პროფესიული კუთხით წარმოჩენის მნიშვნელობას დაეთმო. 
„ჩვენს გუნდს, ასოციაციას "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის, ძალიან გვინდოდა ერთი დღე გვეჩუქებინა ქალებისათვის აფხაზეთიდან. ჩვენთან ერთად არიან იძულებით გადაადგილებული, ტრამვირებული, ტკივილიანი ქალები, მაგრამ მათ თავიანთი საქმიანობით, მასპინძელ თემში და ქალაქში წარმოაჩინეს თავიანთი თავი. ასევე გვყავდა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, დავაჯილდოვეთ ისინი სიგელებით, ორგანიზაციის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის. ასევე, დავაჯილდოვეთ ქველმოქმედი ქალბატონი, რომელმაც თავისი ქველმოქმედებით არაერთი პრობლემა მოუგვარა ქალებს აფხაზეთიდან და ამით ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ქალბატონებს. წარმოდგენილი იყვნენ შოთა მესხიას უნივერსიტეტის პროფესორი, ზუგდიდში არსებული აფხაზეთის სკოლის პედაგოგები, ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახის წარმომადგენლები და ორგანიზაციის ბენეფიციარები. ააფხაზეთიდან ქალების მოფერების ერთი დღე“,- აღნიშნა შეხვედრაზე ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ.


მისივე თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: სახელოვნებო სკოლის გაერთიანების საორკესტრო მიმართულების მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლის და აფხაზეთის მე-11 სკოლის და წერეთლის სახელობის პირველი სკოლის მოსწავლეებმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ორგანიზატორებს ქალთა დღის სასიამოვნოდ აღნიშნვისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„დღეს, დევნილ ქალბატონებს ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ქალბატონმა ქრისტინამ და მისმა გუნდმა. რა თქმა უნდა, აფხაზეთის საკითხი აქტუალურია დღეს და იქნება მომავალში. ამიტომ, მე მინდა უღრმესი მადლობა ვთქვა იმისთვის, რომ აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს დღევანდელი დღე გვაჩუქეს“,- თქვა სოხუმიდან დევნილმა,  ჯანდაცვის ყოფილმა მუშაკმა იზა ჯღამაძემ.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი გულისხმობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60 წლისა და მეტი ასაკის იძულებით გადაადგილებული 10 ქალის წარმატებული საქმიანობის წარმოჩენას. ისინი მადლობას უხდიან "ქალთა ფონდი საქართველოში" პროექტის მხარდაჭერისთვის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.