„HAPPY PEPPI“ ზუგდიდში - ახალი ზღაპრული სივრცე ბავშვებისთვის (ფოტო/ვიდეო)
09:43 / 15.07.2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
“Happy Peppi” სხვადასხვა ასაკზე მორგებული თანამედროვე ატრაქციონების გამოყენებით და ანიმაციური პერსონაჟების გაცოცხლებით, ბავშვების თითოეულ სტუმრობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. ის იდეალური ადგილია როგორც ყოველდღიური გართობისთვის, ასევე დღეებისა და სხვა საზეიმო ღონისძიებების აღსანიშნავად. გასართობი სივრცის დამფუძნებელი დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ სამომავლოდ მსგავსი პროექტების განხორციელება სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
„ბავშვთა ცენტრის გახსნა ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამისრულდა. ეს პირველი პროექტია, შემდეგი პროექტები გვექნება ფოთში, ოზურგეთში, სხვა პატარა ქალაქებში, ჩოხატაურში და ა.შ. მე მსურს, ყველა პატარა ბავშვი გავახარო“, - აღნიშნავს ჯინჭარაძე. თუ ეძებთ ადგილს, სადაც თამაში, სიხარული და ზღაპრული სამყარო ერთ სივცეში ერთიანდება, “Happy Peppi“ მზად არის სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქოს. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცენტრის ადმინისტრაციას: (ტელეფონის ნომერი) ან ეწვიოთ მისამართზე: მერაბ კოსტავას ქუჩა, 28, ზუგდიდი მოლი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები