რეგიონი
ზუგდიდის რესურსცენტრს ახალი უფროსი ჰყავს
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კახა ფარცვანია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ახლადდანიშნულმა უფროსმა თავად დაუდასტურა.

კახა ფარცვანია აცხადებს, რომ რესურცენტრის სამოქმედო გეგმის გაცნობის შემდეგ, სკოლებში არსებული პრობლემებით დაინტერესდება.

"რეგიონული განვითარების სამინისტროს კარებს ავუტალახებ, იმისთვის რომ ზუგდიდში, როგორც ქალაქში ასევე სოფლებში ინფრასტრუქტურულად გამართული სკოლები გვქონდეს. განათლების ხარისხზე კი განათლების სამინისტროსთან ერთად ვიზრუნებთ" - განაცხადა ზუგდიდის რესურსცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა.

კახა ფარცვანია აქამდე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. ის საკრებულოში პარტია ,,ქართული ოცნების'' სიით მოხვდა.

ცნობისთვის, რესურსცენტრის ყოფილი უფროსი გონერი პაპავა თანამდებობიდან 15 ოქტომბერს გაათავისუფლეს. მაშინ, განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების მიზეზი სხვადასხვა დარღვევები გახდა, რასაც პაპავა უარყოფდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.