ახალი ამბები
დროებით ნებადართული გარევაჭრობა (ვიდეო)
ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა ბაზრის მომდებარე ტერიტორიაზე დილით აქცია გამართეს. ისინი ჯარისა და რკინის კონსტრუქციით იმ ადგილის შემოღობვას აპროტესტებდნენ, სადაც მათ ადრე დახლები ჰქონდათ განლაგებული.

მოგვიანებთ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის ნახევარზე ვაჭრობის უფლება იქამდე მისცეს, სანამ მათ მიერ 21 მაისს მერიის სახელზე შეტანილ განცხადებაზე პასუხს მიიღებენ.

ჟურანალისტების კითხვაზე, თუ ვისგან ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით ნებართვა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მერიის პერესსსამსახურში გადაგვამისამართეს.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახური მედიასთან საუბარში აცხადებს რომ, არანაირი გარევაჭრობა დაშვებული არ იქნება და ზედამხედველობის სამსახურს არ ჰქონდა უფლება მოვაჭრეებისთვის კანონით აკრძალულ ტერიტოირიზე ვაჭრობის ნება დაერთო.

ამ დროისთვის გარემოვაჭრეების ნაწილმა ზედამხედველობის სამსახურის წარმომაგენლების მიერ ნებადართულ ტერიტორიაზე ვაჭრობა განაახლა, ნაწილი კი უკამაყოფილო დარჩა, რადგან მიიჩნევენ, რომ მითითებული ადგილები საკმარისი არ არის.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.