რეგიონი
ნარკოტრაფიკის თავისებურებები დე ფაქტო აფხაზეთში
დე ფაქტო აფხაზეთში, ერთი წლის განმავლობაში, ნარკოტიკების დოზის გადამეტების 124 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, მედიკოსების განცხადებით, ეს სტატისტიკა რეალურ ციფრზე არ მეტყველებს და ის გაცილებით მაღალია.

ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მთავარმა ნარკოლოგმა ირმა ანუამ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ნარკოტიკული ნივთიერებების 1113 მომხმარებელი დარეგისტრირდა, თუმცა, აფხაზეთში არ ტარდება სოციალური ანონიმური კვლევები, რომლებიც, გაცილებით უფრო ზუსტ სურათს იძლევა.

ანუას განცხადებით, სტაციონარში მკურნალობა 184 ნარკოდამოკიდებულ პირს ჩაუტარდა, დარეგისტირირებულია ნარკოტიკების დოზის გადამეტების 124 შემთხვევა, რომელთაგან ერთი ლეტალურად დასრულდა.

სოხუმის მთავარმა ნარკოლოგმა, მარიხუანას ლეგალიზაციაზეც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მისი განმარტებით, მარიხუანას მომხარება არ წარმოადგენს აფხაზეთის კულტურულ ტრადიციას,როგორც მაგალითად, შუას აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. „ვფიქრობ, ღირს დავაკვირდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რას მოუტანს მსგავსი გამოცდილება იმ ქვეყნებს, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია. აფხაზეთში მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება არ შეიძლება, ჩვენი მოსახლეობა, ძალიან მცირერიცხოვანია ასეთი რისკებისთსვის“, - თქვა ანუამ.

ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით დასმულ შესაბამის კითხვაზე პასუხისას მან აღინშნა, რომ დე ფაქტო აფხაზეთში მარიხუანას შემოტანას აზრი არა აქვს, რადგან,"ის ისედაც მოჰყავთ". მისი თქმით, ძირითადად, შემოაქვთ "მეტადონი, დეამორფინი, ლირიკა, ბაკლოსანი, ჰეროინი და კოკაინიც, თუმცა, მცირე მოცულობით“.

მედიკოსის ინფორმაციით, იმ პაციენტების ასაკი, რომლებიც ნარკოლოგიურ ცენტრში რეაბილიტაციის კურს გადიან, 25- დან 60 წლამდეა და ბევრი მათგანი,“ომის პერიოდში გახდა ნარკოდამოკიდებული“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.