ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დღეს შ.პ.ს
ცენტრალური სუპერმარკეტის
მიმდებარე ტერიტორიის ნახევარი, სადაც გარემოვაჭრეები იყვნენ
განთავსებული,გათავისუფლებულია.
მოვაჭრეების თქმით, ტროტუარის ერთი ნაწილი თავისუფალია, ხოლო მეორე
ნაწილზე ისინი საწავლო პროცესის დაწყებამდე განთავსდებიან.
„დილით მოვიდა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი და გვითხრა,
რომ ბოძს იქით არ გადავიდეთ. ასევე გვითხრეს, რომ თუ მითითებულ
ტერიტორიას არ გავცდებით, სექტემბრამდე ვაჭრობის უფლებას მოგვცემენ,“-
აღნიშნეს მათ.
რადიო „ათინათი“ ამ თემასთან დაკავშირებით,
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღუბელაძეს
დაუკავშირდა, მის კომენტარს უცვლელად გათავზობთ.
"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს გარე
ვაჭრობას, ქალაქ ზუგდიდის მერია ამგვარ ნებართვას არ გასცემს.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ გარე ვაჭრობა კანონით აკრძალულია და ყველა
ვალდებულია დაემორჩილოს კანონს. ზედამხედველობის სამსახური
ეტაპობრივად ახორციელებს გარე ვაჭრობის აკრძალვას, რისი დასტურიცაა
ის, რომ ამ დღეებში შპს ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე
ტერიტორიის ნაწილში გარე ვაჭრობა აღკვეთილ იქნა. აღნშნული პერიოდულად,
მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებითა და კანონის დაცვით
მოხდება,"- აღნიშნულია განცხადებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები