რეგიონი
აფხაზეთიდან წამოსული ნანა კალესნიჩენკო ქართულ მხარეს დახმარებას სთხოვს (ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი თამაზ ლაკირბაია ქართული ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ლაკირბაიას განმარტებით, მისი და, ნანა კალესნიჩენკო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადა და ცხოვრობს, აფხაზი სპეცსამსახურების მხრიდან ზეწოლას განიცდის.

მისი თქმით, ამ მიზეზით კალესნიჩენკომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა. თუმცა, ლაკირბაია ამბობს, რომ საზღვართან დის დასახვედრად მისულს ქართველმა პოლიცილეებმა მას განუმარტეს, რომ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში ნანა კალესნიჩენკოს 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და 2 წლით პირობითი სასჯელის მოხდა დაეკისრებოდა.

მისივე ინფორმაციით, ნანა კალესნიჩენკომ ენგურის ხიდზე გადმოსვლა გუშინ სცადა. ამის შესახებ ლაკირბაიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ისაუბრა, რომელმაც დახმარებისთვის ოპოზიციურ პარტიას მიმართა.

"ახლა ჩემი და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მას აქეთ - ზუგდიდში შემოსვლა არ შეუძლია და ვერც უკან მიბრუნდება. შესაძლოა მასზე უკვე ძებნაც იყოს გამოცხადებული", - აღნიშნა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისი ხელისუფლებას მიმართავს და ნანა კალესნიჩენკოსთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვს.

" წინა ხელისუფლებამ, თამაზ ლაკირბაია, რომელსაც  რუსულმა მხარემ ქართველებთან კარგი ურთიერობის გამო დევნა დაუწყო, მიიღო ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისცა ბინა და უზრუნველყო სამუშაო ადგილით. დღეს მისი ძმის გამო მარიონეტული ხელისუფლება დევნის ნანა კალესნიჩენკოს, რომელიც დედის გვარს ატარებს. ჩვენ ვითხოვთ საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნას ქართულ მიწაზე", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენიამ.

გარდა ამისა, თამაზ ლაკირბაია გეგმავს დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს და უახლოეს დროში მის წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.