სლოვაკი და ქართველი ექსპერტები, "ევროპული კაფეების ტურის" მეორე
ეტაპის ფარგლებში, დღეს ზუგდიდს სტუმრობდნენ.
მათ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სლოვაკეთის
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა
მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა.
სლოვაკმა ექსპერტებმა, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმსა და ზოგადად,
რეგიონის განვითარებაზე ისაუბრეს.
სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის მარსელა ხრენეკოვას
თქმით, ევროკავშირთან 30-ზე მეტ საკითხზე მოილაპარაკეს და აქედან
ყველაზე რთული თემა სოფლის მეურნობა იყო. მისივე თქმით, მათ
ევროკავშირში გაწევრიანება ნებისმიერი ფასად ჰქონდათ განზრახული, რაც
შეცდომა იყო.
"პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ ეროვნული და რეგიონის
ინტერესები", - აღნიშნა მარსელა ხრენეკოვამ.
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორმა მიხეილ
მირზიაშვილმა შეხვედრაზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე
ისაუბრა.
"მაგალითად, გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა
83% არის გაზრდილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია", - თქვა
მირზიაშვილმა.
"ევროპული კაფეების ტური" პროექტის "საქართველო ევროპულ გზაზე"
ფარგლებში ხორციელდება. მას გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის
ინსტიტუტი
GLOBSEC (ყოფილი სლოვაკეთის ატლანტიკურიკური კომისია) ნატოსა
და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სლოვაკეთის
მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და
საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ტარდება. მისი მთავარი მიზანი
სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილების
საქართველოსთვის გაზიარებაა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები