რეგიონი
ზუგდიდში საახალწლო კონცერტი არ გაიმართება
ქალაქ ზუგდიდის მერიამ  დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. „საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყევტილება, არ ჩატარდეს ძვირადღირებული საახალწლო კონცერტი. თუმცა, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახის საახალწლო ღონისძიებები ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდება. სხვადასხვა სახის ღონისძიებები როგორც წინასაახალწლო დღეებში, ასევე შემდგომ პერიოდში გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღეებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომას იგრძნობენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე ძალიან სჭირდება. საახალწლოდ, სასაჩუქრე პაკეტებს გადავცემთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ასევე დევნილ, დედ-მამით ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს“.

მერია უარს მხოლოდ ახალი წლის ღამით დაგეგმილ კონცერტზე ამბობს, ხოლო ძალაში რჩება სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება, რომელის განრიგიც ასე გამოიყურება:

21 დეკემბერს ქალაქის საჯარო სკოლის ესეების წლის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა და მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართება. 27 - ში ქალაქის საჯარო სკოლების წლის წარმატებული პედაგოგების მიღება იგეგმება. 28-ში წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან. 29-30 დეკემბერს კი შშმ ბავშვების, აუტიზმის და დღის ცენტრის აღსაზრდელების, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდების, დედ-მამით ობოლი ბავშვებისთვის დაგეგმილია მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო გასართობი პროგრამა, სასახლის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.