პარკირებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიამ შემოთავაზება მიიღო (ვიდეო)
17:23 / 20.01.2017
ზუგდიდის მერიაში სააქციო საზოგადოება “თაუნ პარკის"
წარმომადგენლებმა პარკირების სისტემის შესახებ პრეზენტაცია
გამართეს. კომპანიის წარმომადგენლის სალომე ვაშაკიძის თქმით,
პრიორიტეტად ზუგდიდი იმიტომ აირჩიეს, რომ ის მუნიციპალური ცენტრია.
მათი პროექტის მიხედვით, ქალაქში 300 000 დოლარის ინვესტიცია
განხოციელდება.
„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულის ბიუჯეტში
შევა თანხა იჯარაში გადახდილი ფულის სახით. კერძო სექტორის
საშუალებით, სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლებს მიიღებს“, - დასძინა
ვაშაკიძემ.
კომპანია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი პროექტით ქალაქის ურბანული
პრობლემების მოგვარდება და შესაბამისად, იგი წარმატებული იქნება.
შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად
ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც ესწრებოდა. მისი თქმით, პარკირების
საკითხი ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს და იმედი გამოთქვა, რომ
მსჯელობისა და განხილვის შემდეგ, წლის ბოლომდე ეს პრობლემა
დარეგულირდება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები