ანა წითლიძემ ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა (ვიდეო)
12:56 / 08.03.2017
ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის გვერდით
მიმდინარე მშენებლობა საკრებულოს წევრმა
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ ადგილზე გააპროტესტა. მისი
თქმით, მშენებლობის ნებართვა ზუგდიდის მერიაში უკანანოდ გაიცა და ის
ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
„შენობა, რომელიც აქ შენდება, არის უკანანო და კიდევ ერთი კორუფციული
გარიგების შედეგი, რომელსაც მერი ირაკლი გოგოხია ახორციელებს. მან
ნებართვა თავის მეგობრაზე ნიკო ქანარიაზე უკანონოდ გასცა“, - თქვა
წითლიძემ.
მშენებარე ობიექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “თანადგომა“ ერთ-ერთ
წევრს ნიკო ქანთარიას ეკუთვნის. ის ამბობს, რომ მან აღნიშნული
ტერიტორია 30 წლის წინ შეიძინა.
„დიდი ხანია შევიძინე ეს მიწა, მაგრამ მშენებლობის ნებართვა მხოლოდ
ახლა მომცეს...მერიიდან მაქვს ნებართვა იმისა, რომ აქ ავაშენო საოფისე
ფართი. ამასთან, მაქვს მოსახლეობის ხელმოწერაც“, - განაცხადა მან.
ოპოზიციური პარტიის წევრის გამოჩენამ ბინათმესკუთრეთა ამხანაგობის
წევრები გააღიზიანა და ისინი დეპუტატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
მათი თქმით, თითეულ მათგანს აქვს ნებართვა ამ ტერიტორიაზე საოფისე
ფართები და ფარეხები ააშენოს. მათ წითლიძეს უთხრეს, რომ არ აპატიებენ,
თუ მისი ჩარევით აღნიშნული მშენებლობა გაჩერდება.
საკრებულოს წევრის ბრალდებებს უარყოფენ ქალაქ ზუგდიდის მერიაში და
აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით დაიწყო და ქალაქის
იერსახეს არ ამახინჯებს.
„მშენებლობა ვერ დაიწყებოდა ბინათმესაკუთრეთა ხელმოწერების გარეშე.
არსებობს კომპეტენტური ადამიანებისა და არქიტექტორების დასკვნები.
მეგობრის გამო ნებართვის გაცემაზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან
არასერიოზულია. მერთან მეგობრობა, ნაცნობობა, ურთიერთობა ავტომატურ
რეჟიმში არ გულისხმობს კანონიერი მშენებლობის ნებართვაზე პასუხის
არგაცემას“,- განუცხადა ჟურნალისტებს მერიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები