„ზუგდიდის“ 51 %-იანი წილის ყიდვას ამავე კლუბის დირექტორი აპირებს (ვიდეო)
18:04 / 07.06.2017
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჯანაშია
კლუბის 51 %-ის ყიდვას
გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ ჯანაშიამ დაუდასტურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
განცხადება ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანი წითლიძემ გააკეთა. მან
საკრებულოს მომავალ სხდომაზე კლუბის ადმინისტრაციის წარმოამდგენლების
და ზუგდიდის მერის დასწრება მოითხოვა.
„გუნდი მუნიციპალურ ბალანსზეა და ყოველწლიურად ჩვენ მათ მილიონამდე
ლარს ვუხდით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაში იხარჯება ეს თანხა და რა
გეგმები აქვს კერძო ინვესტორს. პასუხისმგებელი პირები უნდა
მობრძანდნენ და გაგვაცნონ თავიანთი გეგმა“ , - უთხრა ჟურნალისტებს
წითლიძემ.
ოპოზიციური ფრაქციის ამ მოთხოვნას ჯანაშიამ უპასუხა, რომ „თუ
ვინმეს რამე კითხვები აქვს და რამე აინტერესებს, თავად მოვიდეს და
გავცემთ პასუხს“.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი
წილის მფლობელი ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. 2016 წლის აგვისტოში
აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი
სპონსორები გახდნენ, თუმცა უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი მალე დატოვეს.
იმ დროისთვის „ზუგდიდის“ 49%-ს ქალაქის მერია ფლობდა. მუნიციპალიტეტის
საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა, რომ კლუბის საკუთარი წილის
25 %-ს მერიას უსასყიდლოდ დაუთმობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები