სოფელ ცაიშში დევნილები ბინით უზრუნველყოფას ითხოვენ (ვიდეო)
13:11 / 30.06.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის სანატორიუმის სამრეცხაოს ყოფილ
შენობაში მცხოვრები დევნილები განსახლებას
ითხოვენ. ისინი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შაეიკრიბნენ და საკუთარ
პრობლემებზე ისაუბრეს. დევნილების თქმით, აღნიშნულ შენობაში ისინი 25
წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
„ვის არ მივმართეთ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ბინით არ
დაგვაკმაყოფილეს, რადგან 4 ქულა მოგვანიჭეს, რაც არ გვყოფნის ფართის
მისაღებად“, - ამბობენ დევნილები.
სამრეცხაოს ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრები მივიდნენ და მათი პრობლემები ადგილზე
მოისმინეს.
„შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში და ეს ადამიანები დგანან
ყოველდღიური საშიშროების წინაშე. ადგილობრივი მთავრობას რეაქცია ამ
ყველაფერზე არის ნულის ტოლფასი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ზუგდიდის
მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას, რომ დაინტერესდეს დევნილების
მდგომარეობით და დაეხმაროს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ
დევნილებთან ერთად ჩვენ დავდგებით მაჟორიტარის ბიუროსთან“, -თქვა
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.
თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის
მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, სამინისტრო ინფორმირებულია ამ შენობის
თაობაზე, თუმცა ამ ეტაპზე მათი ბინებით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება,
რადგან ამისთვის საკმარისი ქულები არ აქვთ.
დევნილების დღევანდელი შეკრების შესახებ ჟურნალისტები ენმ-ს ზუგდიდის
ორგანიზაციის წარმომადგენლება დააუწყეს.
„აღნიშნული ფართიდან მათ გამოთავისუფლებას სამინისტრო არ აპირებს,
ჩვეულებრივ, კონკურსის წესით განაწილდება ბინები და მათ შეუძლიათ
მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში“,- აღნიშნა ჩილაჩავამ.
დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულ შენობაში
მცხოვრებ დევნილებს „სოფლად სახლების შეძენის“ პროგრამა შესთავაზეს,
თუმცა მათ უარი განაცხადეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები