ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე ფერების ფესტივალი ელექტრონული
მუსიკის ფონზე გაიმართა.
მას 200-მდე ზუგდიდელი ახალგაზრდა დაესწრო. ღონისძიების ერთ-ერთი
ორგანიზატორის ლევან გოგიბერიძის თქმით, ფესტივალი ზუგდიდში პირველად
ჩატარდა და ის მიზნად ახალგაზრდების გართობას ისახავდა.
„უკვე რამოდენიმე წელია ვცდილობთ ჩამოსვლას, მაგრამ გარკვეული
მიზეზების გამო დღემდე ვერ მოვახერხეთ. ეს ფესტივალი ვიზუალურად
ძალიან ლამაზი სანახავია, ძალიან ბევრ დადებით ემოციას იწვევს,
შესაბამისად მას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში დიდი აუდიტორია
ჰყავს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და
ვცდილობთ, რომ მათ გართობის საშუალება მივცეთ“, - თქვა ლევან
გოგიბერიძემ.
ორგანიზატორები აღნიშნული ფესტივალის ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით
გეგმავენ. ღონისძიება ზუგდიდში მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები