აფხაზეთში დაღუპულთა სულებს პატივი დევნილთა მინისტრმა და თბილისის მერმა ზუგდიდში მიაგეს (ვიდეო)
14:39 / 27.09.2017
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთში დაღუპულ
გმირთა სულების მოსახენებელ
პანაშვიდს დევნილთა და განსახლების მინისტრი, თბილისის მერი და
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ. მათ სოხუმის დაცემის
დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
„ჯვართამაღლების დღესასწაულს ახლავს ტკივილი, როცა სოხუმის დაცემის
დღეს ადამიანები იქცნენ დევნილებად. მე 24 წლის წინ ვიყავი სოხომში,
დავტოვე ქალაქი და უფრო დიდი ტკივილი არ განმიცდია. აფხაზეთში
დაღუპული გმირების სისხლი არის გარანტი, რომ ტერიტორიული მთლიანობა
აღდგება და ყველა დაუბრუნდება სახლს. ვერანაირი ბოროტი ძალა ამას ვერ
შეაჩერებს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
გუბერნატორმა ლევან შონიამ იმედი გამოთქვა, რომ დაკარგული ტერიტორია
საქართველოს მალე დაუბრუნდება.
„უმძიმესი დღეა საქართველოს სინამდვილეში. დავკარგეთ ულამაზესი კუთხე,
მაგრამ მჯერა, რომ დროებით. გავერთიანედებით, დავრუნდებით და
ვიცხოვრებთ ერთად იმ ცხოვრებით, რომელიც ღვთისგან არის მონიჭებული“, -
განაცხადა შონიამ.
თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის ომში დაღუპულთა
დედებს გადაუხადა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით ტკივილიანია. მძიმედ გვახსოვს ეს
ყველაფერი. განსაკუთრებული პატივით გავიხსენეთ თავდადებული
ადამიანები, რომელთაც სწამდათ, ერთმანეთის გვერდში დგომა აუცილებელია.
განსაკუთრებული მადლობა გმირ დედებს, ვინც შვილები პატრიოტებად
გაზარდეს და ამ ომში გაუშვეს“, - თქვა დავით ნარმანიამ.
1993 წელს 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და
სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო. 27 სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ
გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლები. აფხაზეთში სამხედრო
დაპირისპირებას 14 000 მდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 000 ადამიანი
უსახლკაროდ დარჩა და დევნილად იქცა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები
1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები