დევნილების მოთხოვნები და სამინისტროს პასუხი (ვიდეო)
14:19 / 13.12.2017
ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით
გადაადგილებული პირები სამშენებლო კომპანიისა და დევნილთა სამინისტროს
იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ, ვინც ჩასახლება, მათი
მტკიცებით, არასწორად დამონტაჟებული საკანალიზაციო სისტემით ჩაიბარა.
ამ დროისთვის წყლის მიწოდება აღდგენილია, თუმცა, დევნილებისთვის
დაგროვილი დავალიანების საკითხი კვლავ გაუგებარია.
„რატომ არის ამდენი დავალიანება, საიდან, არ ვიცით. მივმართავთ
პრემიერს, რომ გამოყოს სპეციალური ჯგუფი და შეისწავლონ ადგილზე, რა
ხდება, რა სიტუაციაა“, - ამბობენ დევნილები.
დღესვე მათთან ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი
წითლიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, მან საკრებულოს უახლოეს სხდომაზე
წყლის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხიმგებელი პირების
მოწვევის შუამდგომლობა დააყენა.
„უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იყო
პასუხისმგებელი შესრულებულ სამუშაოებზე. საუბარია სამშენებლო
კომპანიის, დევნილთა სამინისტროს და იმ თანამდებობის პირეზე, ვინ
ხალხს ეუბნებოდა, რომ წყლის მიღება იყო უსაფრთხო. ვითხოვთ, რომ ამ
ხალხს დაუმონტაჟდეს თავიდან კანალიზაცია და დავალიანება, რომელიც ახლა
არის, მთლიანად დაფაროს წყალკანალმა ან ნებისმიერმა სხვა უწყებამ“, -
განმარტა წითლიძემ.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დევნილთა სამმართველოში. აჭარისა და
სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსმა მანუჩარ
ჩილაჩავამ დევნილთა მოთხოვნებს ჟურნალისტებთან უპასუხა. მისი
ინფორმაციით, დავალიანება, ინდივიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ
გარკვეულ პერიოდზე გადანაწილდება, რაც შეეხება წყლის ვარგისიანობას,
წყალკანალი ამ საკითხზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
„რაც შეეხება არასწორად გაკეთებულ საკანალიზაციო მილებს, ჩატარდა
ექპერტიზა და არსებობს დასკვნა, რომ სამუშაოები ნორმის ფარგლებში არის
ჩატარებული. წყლის დაბინძურებას რაც შეეხება, იყო დამონტაჟებული
წვეთოვანი, რითაც იფილტრებოდა ეს წყალი და ეს პროცედურა გაგრძელდება“,
- თქვა ჩილაჩავამ.
გარდა ამისა, ჩილაჩავა კანალიზაციის სისტემის მწყობრიდან ხშირად
გამოსვლას იქ მცხოვრები მოსახლეობის დაუდევრობას აბრალებს, რადგან
წმენდის დროს კანალიზაციიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს
იღებენ.
დავალიანების 20 000 ლარის გამო დევნილებს წყლის მიწოდება,
რამდენჯერმე შეუწყდათ. მათ აღნიშნულთან დაკავშირებით აქციები
გამართეს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიწოდებული წყალი
სასმელად უსაფრთხო არ არის. რაც შეეხება წყალკანალს, კომპანიაში
ამბობენ, რომ ჩასახლებას ბალანსზე წლის ბოლომდე აიყვანენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები