“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის
წარმომადგენლები შპს „თაუნ პარკს“, რომელმაც ქალაქში პარკირების
ადგილები
მოაწყო, მოქალაქეების ფულის მოპარვაში ადანაშაულებენ. ოფისის
ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, შპს-მ ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულება არ შეასრულა.
„ბიუჯეტში თანხა „თაუნ პარკს“ ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა შეეტანა.
ჩვენ ამ თემაზე მოკვლევლევა დავიწყეთ ოქტომბრის თვეში და აღმოვაჩინეთ,
რომ მათ ბიუჯეტში ამ დრომდე არა აქვთ შეტანილი თანხა, რაც დაახლოებით
100 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ მივწერეთ ახალნდელ
მერიას, რომლისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ „თაუნ პარკი“ უკვე
გააფრთხილეს“, - თქვა წითლიძემ.
მისი მტკიცებით, ეს კორუფციული სქემაა, რომელსაც სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მფარველობს, რადგან ეს ბიზნესი მისი
ახლობლების არის.
სამხარეო ადმინისტრაციაში ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ,
რომ გუბერნატორს ამ საკითხთან შეხება არა აქვს და ეს მერიის
პრეროგატივაა. თავის მხრივ მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე მოკვლევა
მიმდინარეობს.
რადიო „ათინათი“ კომპანიის საკონტაქტო პირს
ნიკო შელიას დაუკავშირდა, მაგრამ ის ჩვენს სატელოფონო ზარებს არ
პასუხობს.
კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ
ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები