ახალი ამბები
თანამდებობის პირთა განმარტებები და TI-ს პასუხი არადეკლარირებულ ბიზნესწილებზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე განმარტებები იმ თანამდებობის პირებმა გააკეთეს, რომელთაც, კვლევის თანახმად, დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.



ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა, რომელიც TI-ის კვლევის მიხედვით, რამდენიმე ბიზნეკომპანიის მეწილე და დირექტორია, განმარტა, რომ არცერთი დასახელებული კომპანია 2016 წლის შემდეგ არ ფუნქციონირებს.

„შპს “ფარი 2005”-მა 2009 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება, „ორნამენტმა“ კი - 2016 წელს. შპს “მშენსერვისი” კი დარეგისტრირდა და ფაქტიურად, არც ყოფილა მოქმედი. ამიტომაც არ აისახა არცერთი მათგანი“, - თქვა ჯაიანმა.

ამავე მიზეზს ასახელებს ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი რუსლან კილასონიაც. ის ამბობს, რომ დეკლარაციაში არაფუნქციონირებადი კომპანიის ჩაწერის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

დასახელებულ კომპანიებთან ამჟამინდელ კავშირს უარყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დაზმირ ძიმცეიშვილიც, ისევე, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ღვინჯილია.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.



აღნიშნულ განმარტებებზე პასუხად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით კვლევაში წარმოდგენილ ყველა კომპანიას დღესაც აქტიური სტატუსი გააჩნია, თანამდებობის პირები, მათი ოჯახის წევრები კი მათ მეწილეებად ან დირექტორად ირიცხებიან.

„კანონდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრის ბაზაში “აქტიურის” სტატუსით. შესაძლებელია კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის არსებობის შესახებ მიუთითოს დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან. იმედს ვიტოვებთ, რომ კვლევაში წარმოდგენილი თანამდებობის პირები ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ. რაც იქნება საზოგადოების მიმართ მათი პასუხისმგებლობის გამოხატულება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლებმაც დეკლარაცია არასწორად შეავსეს, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ამავე დროს ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ 77 დეკლარაციის შესწავლის შემდეგ 6 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების ფაქტი გამოვლინდა.

ამავე თემაზე:

TI სამეგრელოში თანამდებობის პირების არადეკლარირებულ ბიზნესკავშირებს აქვეყნებს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.