გარდაცვლილი წვევამდელის დედა: დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული დაკავებულს არ ჩაუდენია (ვიდეო)
13:09 / 30.01.2018
სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან
გასროლის შედეგად გარდაცვლილი ბექა
რუსიას დედა დარწმუნებულია, რომ დანაშაული ბრალდებულ დავით ჯალაღონიას
არ ჩაუდენია. იზა რუსია მომხდარში ბრალს საგუშაგოს მეთაურის
მოადგილეს ალექსანდრე კვიჟინაძეს სდებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვს ეს არ ჩაუდენია. ვფიქრობ, რომ
იყო სტრესის ქვეშ“, - თქვა მან სასამართლო სხდომის შემდეგ.
საქმის არსებითი განხილვა პროკურორის თხოვნის საფუძველზე 26
თებერვლამდე გადაიდო. პროცესზე ბრალდებულმა კიდევ ერთხელ განაცხადა,
რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ცნობს.
შესავალ სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა აღნიშნა, რომ დავით
ჯალაღონიამ ალექსანდრე კვიჟინაძის კუთვნილი იარაღით შემთხვევით
ესროლა ბექა რუსიას, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
თავის მხრივ ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ნანობს ჩადენილს
დანაშაულს და განიცდის ამ ფაქტს.
„ის აცნობიერებს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი არის გარდაცვლილი და
ვერაფერს შეცვლის“, - აღნიშნა ნინელი ქოაიავამ.
ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ შესავალი სიტყვის თქმა არ ისურვა.
„რაღა უნდა დავამატო“, - თქვა მან.
სასამართლო პროცესს ბექა რუსიას ოჯახის წევრებთან ერთად დაკავებულის
ახლობლები და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დაესწრო.
რაც შეეხება რუსიას ტელეფონში აღმოჩენილ ფოტო-ვიდეომასალას,
პროკურურმა დავით პაპავამ განმარტა, რომ გამოძიებამ სასამართლოს
აღნიშნული მასალების საქმისთვის დართვის შუამდგლომლობით უკვე
მიმართა.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ.
საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით, ბექა
რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება
სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით
გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახს პროკურატურის
ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები