ახალი ამბები
რატომ დატოვა ენმ და რას აპირებს დეპუტატი, რომლის გამოც ზუგდიდის საკრებულოში ერთმანეთს სცემეს
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გელა თოლორაიამ, რომლის მიზეზითაც გუშინ საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ბრალდებებს პირველად რადიო „ათინათთან“ უპასუხა. ის კატეგორიულად უარყოფს ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ბრალდებას და თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი კანდიდატურის მოხსნის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

„ჩემი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი იყო იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც შევპირდით იმ ადამიანებს, ვინც მუშაობდა საარჩევნოდ. არჩევნების დასრულების შემდეგ მე ვერ ავუხსნიდი ჩემს გუნდს და კოორდინატორებს, თუ რატომ ვერ შევასრულე ის, რასაც დავპირდი და რატომ არ გადაუხადა ცენტრმა მათ ის თანხა, რასაც დაპირდნენ არაერთხელ. იყო სხვა მიზეზებიც, კონკრეტულად, ანა წითლიძის სხვადასხვა ტიპის გამოხტომები. პრაქტიკულად პარტიის დაშლის მთავარი მოზეზი გახდა. ამის შემდეგ იყო ის მუქარები და სიბინძურეები, რომლებიც უკვე რამდენი ხანია გვესმის მისგან. მე არ მინდოდა ამ პრობლემებზე საუბარი, მაგრამ წითლიძე უკვე ყველა ზღვარს გადასცდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არც მენეჯმენტი შეუძლია, არც ურთიერთობა იცის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს“, - აღნიშნა თოლორაიამ.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოში“ მის გაწევრიანებას, თოლორაიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების ფონზე მიიღო.

დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს სუს-თან დაკავშირების შესახებ და ამბობს, რომ მის მიმართ სხვადასხვა მუქარა ხორციელდება. საკრებულოს წევრი, რომელიც ამ დრომდე არცერთ სხდომას არ დასწრებია, წარმომადგენლობით ორგანოში მისვლასა და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას აპირებს.

„სწორედ ამ სიბინძურეების ფონზე მივიღე „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანების გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, რომ მე არ მაქვს უფლება ვიყო საკრებულოს წევრი, მინდა გითხრათ, რომ ამ პარტიისთვის მე წითლიძეზე ბევრად მეტი მაქვს გაკეთებული და ჩემი სიაში მესამე ნომრად ყოფნაც ამის დასტურია. თუ მე სუს-ის აგენტი ვიყავი და ეს იცოდნენ, როგორ მოხდა, რომ სიაში მესამე ვიყავი? ყოველივე ამის ფონზე მე დავტოვე ენმ და დღეს ვარ „ევროპული საქართველოს“ წევრი. ვარ საკრებულოს წევრი და ვაპირებ ჩემი უფლებამოსილების განხორციელებას. რაც შეეხება იმას, რომ მე წითლიძე საკრებულოში არ შემიშვებს, წითლიძე არ არის კანონი, მე კანონი მაძლებს ამის უფლებას. წითლიძის მხრიდან არა მარტო ჩემზე ხორციელდება მუქარა, არამედ ჩემი ოჯახის წევრებზე და იმ ზღვრამდეა მისული, რომ უკვე დანაშაულებრივ ქმედებებისკენაც უბიძგებს საკუთარ თანაგუნდელებს“, - თქვა გელა თოლორაიამ.

თავის მხრივ, ანი წითლიძე ამბობს, რომ გელა თოლორაიას ნებისმიერი განცხადება უინტერესოა, რადგან, მიის მტკიცებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი სუს-ის დავალებებს ასრულებს.



„გელა თოლორაია არის მანდატების ქურდი და სუს-ის აგენტი, რომელიც პირდაპირ ასრულებს სუს-ის დავალებას, მან ფულზე უკვე გაყიდა საკუთარი თავი და ოჯახი და ნებისმერი მისი განცხადება არის უინტერესო ჩვენთვის. „ევროპულ საქართველოს“ უნდა ესმოდეს, რომ ფრაქციას ქმნის სუს-ის აგენტთან ერთად და სამწუხაროა, რომ ხელფასი აღმოჩნდა განმსაზღვრელი საბოლოოდ მისთვის. თოლორაიას მოუწევს პასუხის გაცემა არა ანა წითლიძესთვის, არამედ საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომელთაც მას ხმა მისცეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს. ამიტომ რა განცხადებაც არ უნდა აკეთოს, ეს არის პირდაპირ სუს-ი, რომელიც გელა თოლორაიას პირით გველაპარაკება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

ენმ-დან კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა თოლორაიამ კანდიდატურა 2017 თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიხსნა, თუმცა ზუგდიდის საკრებულოს წევრი მაინც გახდა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი საქციელი ღალატად შეაფასეს და თოლორაიას სუს-ის აგენტი უწოდეს. თოლორაია ახალი მოწვევის საკრებულოს არცერთ სხდომას არ დასწრებია. მისი მიზეზით სხდომაზე ხმაური არაერთხელ იყო.



ბოლო შემთხვევა კი გუშინ „ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიასა და ენმ-ის ანაკლიის მაჟორიტარ დეპუტატ დათა შელიას შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა, რომელზეც შს სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

ენმ საკრებულოს ინციდენტზე: ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია მანდატის ქურდ თოლორაიას მეშვეობით

ბოკერია ზუგდიდის ინციდენტზე: სრულად ვიზიარებთ ბათლომე შელიას პოზიციას 

ზუგდიდის პოლიციაში საკრებულოს წევრები მოწმის სახით დაიკითხნენ 

შსს-მ ზუგდიდის საკრებულოში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დაბალი პოლიტიკური კულტურა, მიუღებელი და დაუშვებელი - არასამთავრობოები საკრებულოში ცემის ფაქტზე

სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხმაური - რას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)

საკრებულოს თავმჯდომარისა და დაპირისპირებულების შეფასებები სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.