რეგიონი
ზუგდიდის მერიის წინ შენობის კედელზე აქტივისტმა მიუსაფარი ცხოველები დახატა (ფოტო)
მიუსაფარი ცხოველების დაცვის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიის წინ მდებარე შენობის კედელზე სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ კატები და ძაღლები დახატა. მისი თქმით, სტენსილის განთავსების იდეა თანაქალაქელებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად გაუჩნდა, ნახატების მომზადება კი თებერვლიდან დაიწყო.





“მომიშინაურე და გამაგდე, შენს მეგობარს მაწანწალა დამარქვი“ - ეს არის ნახატების იდეა და მთავარი აზრი. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის გაერთიანებით რესურსი საკმარისად გაგვეზარდა, რათა საკუთარი თავშესაფარი გვქონდეს. არ შეიძლება ისევ „ყასაბზე“ ვიყოთ დამოკიდებულები, შეგვიძლია რეგიონში სერვისის მიმწოდებლები ვიყოთ და სხვა მუნიციპალიტეტებს მოვემსახუროთ. მაღლაფერიძესთან ხელშეკრულების დადება არაფრით არ შეიძლება, თუნდაც თანამედროვე თავშესაფარი მოაწყოს, რადგან ამ ადამიანს რეალურად არ ესმის, რას ნიშნავს ზრუნვა. მაშინაც გავაპროტესტეთ და ახლაც არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ცხოველებზე ზრუნვა, უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის, დასაქმება და ბიუჯეტის დაზოგვა - ამ პრობლემებს მოაგვარებს მუნიციპალური თავშესაფარი“, – უთხრა რადიო „ათინათს“ ზარანდიამ.



მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღე მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება.




უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მეოთხედ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა გიორგი მაღლაფერიძემ შესთავაზა, რომელთანაც მერია ხელშეკრულებას ამზადებს.


სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში სულ 375 ძაღლს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში გადაიყვანენ. აღნიშნული მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო.



2015 წელს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდათ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. მერიის მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები შესაძლოა ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანონ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.